
ნატო ვაჩნაძის ფონდი აცხადებს კონკურსს 2025 წლის პრემია ”ელისოს” მოსაპოვებლად.
2025 წელს პრემია ”ელისო” გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო ფილმი
საუკეთესო მსახიობი
საუკეთესო რეჟისორი
საუკეთესო ოპერატორი
საუკეთესო მონტაჟი
საუკეთესო მხატვრული გაფორმება
განიხილება 2024 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 აპრილი
ნომინანტებს და გამარჯვებულებს გამოავლენს ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.