მწვანე სტიპენდიები 5 ნომინაციაში

გარემოსდაცვით საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობისა და გაძლიერების მიზნით  CENN- აცხადებს მწვანე სტიპენდიებს. მწვანე სტიპენდია 1,000 ლარია.თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

 

CENN- ის 2021 წლის მწვანე სტიპენდია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

 

✅  მწვანე სტიპენდია ნარჩენების მდგრადი მართვის, ცირკულარული ეკონომიკისა და მომხმარებლის ქცევის ცვლილებაში შეტანილი წვლილისათვის;

✅  მწვანე სტიპენდია ტყის რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში შეტანილი წვლილისათვის;

✅  მწვანე სტიპენდია კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს ზიანის შემცირებაში შეტანილი წვლილისათვის;

✅  მწვანე სტიპენდია სოფლის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის;

✅  მწვანე სტიპენდია სოციალურ და მწვანე მეწარმეობაში.

 

მწვანე სტიპენდიისათვის კანდიდატმა უნდა გააკეთოს საკუთარი თავის ნომინირება სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით. კანდიდატურის წარდგენა შეიძლება როგორც ერთ, ასევე რამდენიმე ნომინაციაში, თუმცა ერთ კანდიდატს მხოლოდ ერთ ნომინაციაში შეუძლია გამარჯვება.

 

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/3ca7Y5m45YVtrnvL7

ნომინანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
– იყოს 14-დან 29 წლამდე ასაკის;
– წარდგენილი აქტივობები განხორციელებული უნდა იყოს 2017-2021 წლების განმავლობაში.

 

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2021 წლის 16 მაისი.

 

თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდებიან ფინალისტები, ხოლო გამარჯვებული კანდიდატების ვინაობა ცნობილი გახდება CENN-ის მწვანე სტიპენდიის პროგრამის დაჯილდოების ცერემონიაზე 2021 წლის ივნისში.

 

სტიპენდია გაიცემა ერთჯერადად, ივნისის თვეში.

 

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს CENN-ის, მინიმუმ, ერთ თემატურ პროექტულ საქმიანობაში და თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა სამიზნე რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებასა და გარემოს დაცვაში.

დამატებითი კითხვებისთის დაუკავშირდით: communications@cenn.org