მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი“.

კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.

კონკურსში განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი კლას(ებ)ის სამ მოსწავლეს.

2023 წლის 2 თებერვლიდან – 31 მარტის 18:00 საათამდე – კონკურსის პირველ ეტაპზე საკონკურსო ნამუშევრების კვლევის გეგმის/პირველადი იდეისა და შევსებული საგანაცხადო ფორმის წარდგენა ელ.ფოსტაზე leo@rustaveli.org.ge

აპრილი – ტექნიკური ექსპერტიზა – პირველ ეტაპზე რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

აპრილი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება – ინფორმაცია პირველ ეტაპზე კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ.

აპრილი – მაისი – პირველ ეტაპზე წარმოდგენილი პროექტების შეფასება კომისიის მიერ.

აპრილი – მაისი – კომისიის მიერ მეორე ეტაპზე გადასული პროექტების გამოვლენა.

2023 წლის 22 სექტემბრის 18:00 საათამდე – კონკურსის მეორე ეტაპზე პროექტის აღწერილობა, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიების; საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილებისა და კონკურსის მონაწილის/მონაწილეების დაბადების მოწმობის/მოწმობების ასლი/ების წარდგენა ელ.ფოსტაზე leo@rustaveli.org.ge

2023 წლის 26 სექტემბრის 18:00 საათამდე – კონკურსის მეორე ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის წარდგენა ფონდის კანცელარიაში 2023 წლის 26 სექტემბრის 18:00 საათამდე.

ოქტომბერი – ტექნიკური ექსპერტიზა – მეორე ეტაპზე რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ოქტომბერი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება – ინფორმაცია მეორე ეტაპზე კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

ოქტომბერი – მეორე ეტაპზე წარმოდგენილი პროექტების შეფასება კომისიის მიერ;

ოქტომბერი – კომისიის მიერ კონკურსის ფინალზე – საკონკურსო გამოფენაზე გადასული პროექტების გამოვლენა;

ნოემბერი – საკონკურსო გამოფენაზე გამარჯვებულების გამოვლენა.

ჯგუფური კონსულტაციები:

20 თებერვალი, 20 მარტი – 15:00 საათი, დისტანციურად ZOOM-ის საშუალებით. (ბმული გამოქვეყნდება შეხვედრის წინა დღეს)

27 მარტი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.