მოკლე ფილმების კონკურსი შშმპ თემაზე

MAC Georgia და „რადიო თავისუფლება“ აცხადებენ მოკლე ფილმების კონკურსს შშმპ თემაზე. კონკურსი ეძებს ნიჭიერ რეჟისორებს, რომლებსაც აინტერესებთ და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ იპოვონ და მოჰყვნენ ფაქიზ და ემოციურ ისტორიებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ადამიანების შესახებ.

 

კონკურსის მიზანია აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება შშმ პირთა პრობლემების შესახებ. MAC Georgia-სა და „რადიო თავისუფლების“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა იპოვოს და გააზიაროს მათი ისტორიები, ვისი ხმაც სუსტად ისმის ან სულაც დაკარგულია.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, პროფესიონალ თუ მოყვარულ რეჟისორს, ვისაც სურს, რომ შშმ პირთა ცხოვრების/სამყაროს შესახებ კინემატოგრაფიის შემოქმედებითი ენით მოჰყვეს.

 

ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 აპრილი, 2022 წელი

 

საკონკურსო ჯილდო:

პირველი ადგილი – 15 000 ლარი
მეორე ადგილი – 6 000 ლარი
მესამე ადგილი – 3 500 ლარი

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.

Copy link
Powered by Social Snap