გამომცემლობა „ინტელექტთან“ პარტნიორობით, ისრაელის საელჩო აცხადებს (მოკლე) მოთხრობების კონკურსს შემდეგი პირობებით:
• კონკურსში მონაწილეობას შეძლებენ საქართველოს მოქალაქე 35 წლამდე ასაკის ავტორები, რომელთა ნაშრომები ამ დრომდე წიგნად არ გამოცემულა;
• მოთხრობა დაწერილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და არ აღემატებოდეს 20 გვერდს (ერთი გვერდი გულისხმობს, Sylfaen-ის 11-იანი შრიფტით აკრეფილ Word-ის ერთ გვერდს);
• ამბავი უნდა ეხებოდეს (მათ შორის) ებრაელებს და/ან ისრაელის თემატიკას და დაკავშირებული იყოს თბილისსა და ქართულ საზოგადოებასთან;
• გაითვალისწინეთ: საელჩო არ განსაზღვრავს თუ რა კონკრეტული კუთხით იქნება დანახული და გადმოცემული საქართველოსა და ისრაელის/ებრაული თემის ურთიერთობა. შესაბამისად, ავტორებს შეუძლიათ გაამახვილონ ყურადღება ორმხრივ მეგობრობაზე, ტრადიციებზე და ისტორიაზე; ან პირიქით – ამ ურთიერთობის კრიტიკულ ასპექტებზე და რაიმე სერიოზული სოციალური საკითხი/პრობლემა წამოჭრან. საელჩო არ მიიჩნევს საჭიროდ, ჩაერიოს მოთხრობის შინაარსსა თუ მის ქვეტექსტსა და გზავნილში.
ნამუშევრები შეფასდება დამოუკიდებელი ჟიურის წევრების მიერ მხოლოდ მათი მხატვრული ღირებულების შესაბამისად.
• მოთხრობებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური – გამორჩეული მწერლები და ინტელექტუალები;
10 გამარჯვებული მოთხრობა ანთოლოგიის სახით გამოიცემა გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ; პირველი სამი ადგილის მფლობელი მიიღებს 1’500, 1’000 და 500 ლარის ჯილდოს.
მოთხრობების გაგზავნის ბოლო ვადაა: 15 ივნისი 2021 წელი
მოთხრობები უნდა გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: Competition.israelingeorgia@gmail.com