Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

მოთხრობების კონკურსი – „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! იწყება მკვლევართა თავგადასავალი“

მწერალთა სახლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს მოთხრობების კონკურსს „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! იწყება მკვლევართა თავგადასავალი“. კონკურსი ტარდება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ დაფინანსებით, პროექტის „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-22 წლის ახალგაზრდებს.

მოთხრობების კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ავტორების წახალისება; მათი კვლევის და ექსტრაპოლაციის და წერის უნარების განვითარების ხელშეწყობა; ევროპული და მსოფლიო სამეცნიერო-ტექნოლოგიური გამოგონებების შესახებ ცნობადობის ამაღლება.

კონკურსის მონაწილეებს ევალებათ, შექმნან ლიტერატურული ნაწარმოები (მოთხრობა) სამეცნიერო თემატიკაზე. ნაწარმოების სიუჟეტში ჩართული უნდა იყოს რომელიმე მეცნიერული აღმოჩენა, ფენომენი ან თეორია, ტექნოლოგიური გამოგონება ან ინოვაცია.

დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს საკონკურსო ნაწარმოებებს და გამოავლენს კონკურსის სამ გამარჯვებულს:

 

I ადგილი –  სიგელი და ფულადი პრემია 1875  ლარი

II ადგილი –  სიგელი და ფულადი პრემია 1250 ლარი

III ადგილი – სიგელი და ფულადი პრემია 1000 ლარი

 

ნაწარმოებების გაგზავნის ბოლო ვადაა:  2020 წლის 30 ოქტომბერი

mail: contest@writershouse.ge

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე

0Shares
0