მედიამენეჯმენტის და ჟურნალისტური პროდუქტის შექმნის უფასო კურსები

OPEN Media Hub-ის ონლაინ ტრენინგის კურსები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც ჟურნალისტების, რედაქტორების, მედია-პროფესიონალების და მენეჯერებისთვის ევროპული სამეზობლოს ქვეყნებში ევროკავშირი ახორციელებს.

 

იმ მედია-პროფესიონალებს, ვინც უკვე დაესწრო OPEN Media Hub-ის ერთ ან მეტ სემინარს მედია მენეჯმენტის და პროდუქციის საკითხებზე, ეს ონლაინ კურსები აძლევს უწყვეტი პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას.

 

ყველა, ვისაც კურსები ჯერ არ გაუვლია – ჟურნალისტები, მედია-პროფესიონალები, ჟურნალისტიკის განყოფილების სტუდენტები და პროფესიული ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანები ინფორმაციას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტიკის და მედია-მენეჯმენტის საუკეთესო მაგალითებიდან.

 

კურსები შემდეგ ჯგუფებად იყოფა:

 

მედია-მენეჯმენტის კურსები

 

მაქსიმალური შემოსავლის მიღება ახალი ამბების ბეჭდურ და ონლაინ მედიაში
ციფრული მედია: აუდიტორიის მოზიდვა

 

საინფორმაციო პროდუქციის შექმნის კურსები

 

ჟურნალისტური პროდუქცია – ნუსხა პროფესიონალებისთვის
ოპერატორის მუშაობა და რედაქტირება

 

კურსები ევროკავშირის საკითხებზე

 

როგორ მუშაობს ევროკავშირი?
როგორ უნდა გაკეთდეს რეპორტაჟი ევროპის შესახებ?

 

ყველა კურსი უფასოა და თავისუფალი გრაფიკით ტარდება. დახურვის თარიღი: დეკემბერი 31, 2021

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.