სასწავლო პროცესი სექტემბრიდან უნდა განახლდეს, თუმცა უცნობია სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება თუ ონლაინ რეჟიმში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიიჩნევს რომ სკოლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია უსაფრთხო თუ მასწავლებლების და ადმისნიტრაციული პერსონალის 80% აცრილია.
ამირან გამყრელიძის თქმით „ჩვენი მონაცემებით, სკოლის პედაგოგების 30%-ია აცრილი, თუმცა განათლების სამინისტრომ ჩაატარა გამოკითხვა და მათ აქვთ დახლოებით 40%-მდე მონაცემი. ჩვენი მონაცემები დაახლოებით ორი კვირის წინანდელია და გასაგებია, რომ ორი კვირის განმავლობაში შეიძლება შეიცვალა და კარგია თუ ეს 40-%-ია.”
საქსტატის მონაცემებით საქართველოში 2020-2021 წლებში დარეგისტრირებულია 62 699 მასწავლებელი და 609 100 მოსწავლე.