ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური სტატიების კონკურსს თემაზე: “მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ“. კონკურსის მიზანია: საჯარო მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების გზით საჯარო დაწესებულებებში მამხილებლების ქმედებების წახალისება კორუფციის რისკების პრევენციის მიზნით.
კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:
1. საკონკურსო ანალიტიკურისტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში, საჯარო სამსახურში არსებულ მხილების არხებს, მხილების ფორმებს და მამხილებლების დაცვის შესაბამის ფორმალურ თუ მატერიალურ შესაძლებლობებს. უმჯობესია საკითხის კონკრეტულ, საინტერესო, ცნობილი ან ნაკლებად ცნობილი მაგალითის თვალსაზრისით განხილვა.
2. კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ არანაკლებ ორი ან მეტი ადამიანისგან შემდგარ პირთა ჯგუფებს. ჯგუფის წევრებს დასრულებული უნდა ჰქონდეთკორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა ან აღნიშნული პროგრამის მინიმუმ ერთი საგანი მაინც ან კონკურსის მიმდინარეობისას ჩართული უნდა იყვნენ დასახელებულ სასერტიფიკატო პროგრამაში. ამავდროულად, სტატიის ავტორები, სტატიის წარდგენის დროს დარეგისტრირებული უნდა იყვნენ კორუფციასთან ბრძოლის ჰაბის ოფიციალურ ვებგვერდზე: anticorruptionhub.net.
3. სასურველია, სტატიის ძირითადი ანალიტიკური ნაწილი ეფუძნებოდეს მხილებასთან დაკავშირებული საჯარო მონაცემების დამუშავებასა და მათ ანალიზს.
4. ანალიტიკური სტატია უნდა გვთავაზობდეს საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორების მიგნებას, ანალიზსა და რეკომენდაციას.
5.სასურველია, სტატია შეიცავდეს ავტორების ინოვაციურ მიგნებას მხილების ინსტიტუტის ცნობადობის გაზრდისათვის.
6.სასურველია, მონაცემთა დამუშავების მიზნით, ვიზუალური გრაფიკული სიმბოლოების (დიაგრამები, ფოტოები, ა.შ.) გამოყენება.
7. ანალიტიკური სტატია დაწერილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
8. სტატიის სავარაუდო სტრუქტურა:
– სათაური
– თავფურცელი, სადაც მითითებულ იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სტატიის მომზადების თარიღი).
– ავტორთა მთავარი მიგნებები
– შესავალი
– ძირითადი ნაწილი
– დასკვნა
– გამოყენებული ლიტერატურა/დანართები
9. სტატიის ტექნიკური მახასიათებლები:
-ნაშრომი წარმოდგენილ უნდა იყოს ვორდის დოკუმენტით
-გვერდების საშუალოდ რაოდენობა: 4-7 გვერდი (სრული ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე)
-ფონტი: Sylfaen, ზომა – 11
– დაშორება 1,15
– გვერდის სტრუქტურა: Normal
10. იმ შემთხვევაში, თუ სტატიის მოსამზადებლად მონაწილეებმა გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტები, დანართების სახით.
11. სტატიაში მოცემული მოსაზრებები და ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორებს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.
12. უკვე გამოქვეყნებული სტატიები არ მიიღება.
როგორ მოვიძიო ინფორმაცია ანალიტიკური სტატიისთვის?
– გაეცანით საქართველოს ღია მონაცემების პლატფორმაზე (DataLab – www.datalab.ge) გამოქვეყნებულ მონაცემთა ბაზებს;
– იხილეთ საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომი ინფორმაცია;
– გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია ცალკეული (კონკრეტული) საჯარო დაწესებულებიდან.
საკონკურსო პრიზები:
– 1-ლი ადგილი – 2000 ლარი
– მე-2 ადგილი – 1500 ლარი
– მე-3 ადგილი – 1000 ლარი
– საუკეთესო სამი სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.IDFI.ge), ანტიკორუფციული ჰაბის ოფიციალურ ვებგვერდზე (anticorruptionhub.net) და სოციალურ გვერდებზე (Facebooks; Twitter) საავტორო უფლებების სრული დაცვით.
კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 19 დეკემბერი.
ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გამოგზავნისას ელ-ფოსტის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ „მამხილებლები კორუფციის წინააღმდეგ“.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.