ა(ა)იპ “სლოვაკეთი-საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა” (SGCC) აცხადებს კონკურსს კახეთის რეგიონული ბრენდის – “შეიგრძენი კახეთის” ლოგოს დიზაინისა და მისი გამოყენების ინსტრუქციის შემუშავებისთვის ექსპერტის შესარჩევად.
გამოცხადებული კონკურსის მიზანია კახეთის რეგიონული ბრენდისათვის ლოგოს-სამარკო ნიშნის გრაფიკული გამოსახულების შექმნა და მისი გამოყენების ინსტრუქციის დოკუმენტის შემუშავება.
საკონკურსო პირობები:
-კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, უპირატესობა მიენიჭებათ კახეთის რეგიონში მცხოვრებ ფიზიკურ პირებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
-უნდა იყოს გრაფიკული დიზაინის სპეციალისტი
– გააჩნდეს გრაფიკული დიზაინის სპეციალური კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
– უნდა ჰქონდეს გრაფიკულ გამოსახულების, მათ შორის ლოგოების შექმნის გამოცდილება.
– ჰქონდეს გუნდთან მუშაობის უნარი.
– ერკვეოდეს კახეთის რეგიონის თავისებურებებში
კონკურსის ეტაპები – კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
პირველ ეტაპზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი/შემოთავაზება, რომელთა განხილვაც მოხდება ბრენდის დამფუძნებელთა საბჭოსა და სასერტიფიკატო კომისიის წევრების მიერ და შეირჩევა ბრენდის კონცეფციასთან და რეგიონის მოტივებთან ყველაზე ახლოსმდგომი სამი ნიმუში;
პირველი ეტაპის შემდეგ სამი მონაწილისათვის მომზადდება რეკომენდაციები და მათ მიეცემათ საშუალება რეკომენდაციების გათვალისწინებით წარმოადგინონ ბრენდის ლოგოს საბოლოო შეთავაზებები;
საბოლოო შეთავაზებების განხილვა მოხდება კონკურსის მეორე ეტაპზე და ფართო კონსენსუსით აირჩევა მხოლოდ ერთი ნიმუში, რომელიც იქნება კონკურსის გამარჯვებული. შესაძლებელია ბრენდის დამფუძნებელთა საბჭოსა და სასერტიფიკატო კომისიის წევრებმა ჩამოაყალიბონ მოთხოვნები გამარჯვებული ლოგოს მოდიფიცირებისთვის (ფერის ან ფორმის).
ტექნიკური დავალება (განმარტებები ლოგოს შემუშავებისთვის)
– ბრენდის ლოგო – ბრენდის გრაფიკული სახე;
– ლოგოს შინაარსი – რეგიონისთვის დამახასიათებელი სიმბოლოების/მოტივების გათვალისწინებით შერჩეული ზოგადი მოტივები და რეგიონისადმი კუთვნილების ემოციის გამომწვევი, რომლებიც ახასიათებს მთელ რეგიონს (მაგალითად, ბუნებრივი, ლანდშაფტური ან ფოლკლორული ელემენტები) და არა ისეთი მოტივები, რომლებიც დაკავშირებულია გარკვეული ტიპის წარმოებასთან (მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონისთვის დამახასიათებელია);
– ლოგოს ფერი – უმეტესად ერთფერიანი გამოსახულება; ფერის ცვლილება შესაძლებელია სამუშაო განხილვის დროს;
– ლოგოს ფორმა – მეტწილად წრიული ფორმის, მთლიანობის განცდით; მნიშვნელოვანია ფორმა იყოს უნივერსალური, რათა სხვა რეგიონების ბრენდების ლოგოების შექმნისას მაქსიმალურად იქნას დაცული ზოგადად “რეგიონული ბრენდების” გრაფიკული გამოსახულებების კონცეფციის მსგავსება იხ. ჩეხეთის რეგიონული ბრენდების ლოგოების ნიმუში:
-ლოგოს კონცეფცია – ლოგოს შინაარსის – გრაფიკული გამოსახულების მოკლე ტექსტური აღწერა: რატომ, რა დატვირთვისა და ემოციის მატარებელია, კახეთის რეგიონის მოტივებთან შესაბამისობა და რეგიონის აღქმის სიმარტივე;
– რეკომენდაციები – წესები, რომელიც განსაზღვრავს ლოგოს გამოყენების პირობებს და შემუშავებულია მარკეტინგის სპეციალისტთან კონსულტაციით;
– ვიზუალური ელემენტები – რეგიონულ სამუშაო ჯგუფში განხილული ლოგოს ვერსიები, რომლებსაც უპირატესობა მიენიჭათ;
ლოგოს მიზანი:
ლოგოს შექმნის მიზანია მომხმარებლებისათვის არსებობდეს ადგილობრივი მეწარმის/პროდუქტის/მომსახურების ბრენდისადმი კუთვნილების დამადასტურებელი მარტივი და უნიკალური გრაფიკული სიმბოლო;
ვიზუალური ელემენტები
* კახური ქუდი;
* საქართველოს რუკა, რომელზეც მონიშნულია კახეთის რეგიონი და პინი, რომელსაც აქვს რომელიმე ავთენტური კახური სიმბოლოს ფორმა (მაგ. კახური ქუდის);
* კავკასიონის ფონზე კახური ქუდი, ან ქვევრი;
* დიზაინერის მიერ შემოთავაზებული თავისუფალი ვერსია;
* იკითხებოდეს ბრენდის ორენოვანი დასახელება – კახეთის რეგიონული ბრენდი – “შეიგრძენი კახეთი”, Kakheti regional brand – “Experience Kakheti”;
* ფონტი – მკაფიო და ადვილად წასაკითხი;
ლოგოს ფორმატი:
ლოგო დამზადებული უნდა იყოს ისეთ ფორმატ(ებ)ში, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია, როგორც ვებ-აპლიკაციებისა და ვებ-დოკუმენტებისთვის და პოლიგრაფიული მიზნებით.
ექსპერტის პასუხისმგებლობები:
სლოვაკეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ შერჩეულმა ექსპერტმა გაწეული სამუშაოს ფარგლებში უნდა განსაზღვროს კახეთის რეგიონული ბრენდის ლოგოს დიზაინი და ჩამოაყალიბოს მისი კონცეფცია, მარკეტინგის სტრატეგიის ექსპერტთან ერთად განსაზღვროს ლოგოს გამოყენების წესები;
ამ მიზნით, ექსპერტი ვალდებულია:
** პროექტის თანამშრომლებთან, ბრენდის დამფუძნებლებთან და მარკეტინგის ექსპერტთან ინტერვიუების საფუძველზე, შეაგროვოს და დაამუშაოს აუცილებელი ინფორმაცია;
** დაესწროს ლოგოს საბოლოო განხილვას;
** საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ლოგოს მოდიფიკაცია;
** მოთხოვნისთანავე, პროექტის მენეჯმენტს წარმოუდგინოს გაწეული საქმიანობის და ანალიზის შედეგები.
შესასრულებელი სამუშაოს ხანგრძლივობა: 7 დღე
შერჩეულმა პირმა სამუშაოს აღწერით გათვალისწინებული ლოგოს გრაფიკული დიზაინი, მისი გამოყენების პირობების დოკუმენტი და შესრულებული სამუშაოს ანგარიში უნდა წარადგინოს არაუგვიანეს 2021 წლის 25 ოქტომბრისა.
ანაზღაურება: 1250 ლარი (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების ჩათვლით).
4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა წარმოადგინეთ:
** რეზიუმე;
** ლოგოს გრაფიკული დიზაინის ნიმუშები (jpg ფორმატში) და მათი კონცეფციის მოკლე აღწერილობები;
** ამ ტიპის საქმიანობისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/პორტფოლიო/შექმნილი გრაფიკული ნამუშევრები;
გთხოვთ, მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:
office@sg-chamber.com, ხოლო მეილის დასახელებაში კი მიუთითოთ კონკურსის სახელწოდება: “ბრენდის ლოგოს დიზაინის შემუშავება”.
დოკუმენტაციისა და შეთავაზებების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 07 ოქტომბერი.