ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ სტუდენტებისთვის

თუ გიყვარს წერა და ახალი თავგადასავლები – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რუმს კოხტა წარმოგიდგენთ სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურსს „შემოდგომის ლეგენდა“.

 

კოხტას მთის ძირში განთავსებული სასტუმრო ჰენრი დევიდ თოროს სამყაროს თანაზიარს გაგხდით. ბუნებრივისა და ცივილიზაციის ჰარმონიული შერწყმა საშუალებას მოგცემთ სამი დაუვიწყარი დღე განმარტოვდეთ, დრო ფიქრსა და წერას დაუთმოთ, მთის გამჭვირვალე ჰაერი შეიგრძნოთ და იზოლაციაში გატარებული მთელი წლის მტვერი ტყის სიმწვანეში ჩამოიფერთხოთ.

 
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.
 
კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება:

 
I ეტაპი – შიდა შესარჩევი ტური
მონაწილეობის მსურველები, 28 სექტემბრიდან – 17 ოქტომბრის ჩათვლით, ავსებენ კონკურსის აპლიკაციას: https://forms.gle/s5ctkorpaPMRXUPx5 და აგზავნიან თავის ნებისმიერ პროზაულ ნაშრომს (მოთხრობა ან ნოველა, ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან), არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდი; ჟანრი და თემა შეუზღუდავია;

 
II ეტაპი – იმპროვიზაციული ტური
შესარჩევ ტურში გამოვლინდება 10 ფინალისტი, რომლებიც იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან. მთავარ კონკურსზე შექმნილ ნაშრომებს ლიტერატურული ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს.

 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულად პრემიას გამარჯვებული სამეული მიიღებს:

 

  • I ადგილი – 1000 ლარი და კონკურსის სიმბოლო 🏆
  • II ადგილი – 700 ლარი
  • III ადგილი – 500 ლარი
Copy link
Powered by Social Snap