კონკურსის მიზანი შემოქმედებითი ნიჭის მქონე ახალგაზრდების გამოვლენა, მათი კულტურულ და ლიტერატურულ პროცესებთან დაახლოება, პიროვნული და შემოქმედებითი წინსვლის მხარდაჭერაა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინონ შემდეგ ნომინაციებში:
1. პოეზია
2. პროზა
3. თარგმანი
კონკურსანტს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ყველა ნომინაციაში. წარმოდგენილი ნაწარმოებების რაოდენობა შეუზღუდავია.
ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 1 მაისი.
სამივე ნომინაციაში გამოვლინდებიან I, II და III ადგილის მფლობელები. გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართება 2021 წლის ივნისში. პროექტის ავტორებისა და მხარდამჭერების მიერ გამარჯვებულთათვის სამივე ნომინაციაში დაწესებულია ფულადი პრემია და ფასიანი საჩუქრები:
I ადგილი – პრიზი „ვერცხლის შროშანი“ და პრემია 3000 ლარი
II ადგილი – 2000 ლარი
III ადგილი – 1000 ლარი
მოსწავლეთა ნაშრომებს განიხილავს კომპეტენტური ჟიური ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების შემადგენლობით. მაქსიმალური ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, პროექტით გათვალისწინებულია მონაწილეთა ანონიმურობის დაცვა მათთვის საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭებით. ფინალისტებისა და ასევე, სხვა საუკეთესო ნაწარმოებების ავტორების ნაშრომები დაიბეჭდება და გამოიცემა კრებულად. წიგნში შესულ ავტორებს, პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცემათ, შეხვდნენ ქართველ მწერლებს, პოეტებსა და მთარგმნელებს.
პოეტის, მთარგმნელის, მეექვსე საავტორო სკოლის დამფუძნებლისა და პედაგოგის პაკო ამირან სვიმონიშვილის სახელობის საყმაწვილო ლიტერატურული პრემია „ამირანი“ 2014 წელს დაარსდა და წელს მესამედ იმართება. დღემდე, კონკურსში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა; წარმოდგენილი იქნა 5000-მდე ნამუშევარი; კონკურსის ფინალისტები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიით (საერთო ჯამში – 43 ათასი ლარის ოდენობით) და გადაეცათ ფასიანი საჩუქრები; ფინალისტთა საუკეთესო ნამუშევრები გამოიცა კრებულებად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ნაშრომები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: amirani.premia@gmail.com
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს
ან დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 598 434 000