თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ,,ლექსო ლაშქარავას” პრემიის გამარჯვებულები გამოავლინა.
პრემია ,,ლექსო – უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის” 2022 წლის გამარჯვებულები არიან:
საუკეთესო უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი:
– დავით ქაშიაშვილი და თამაზ თხილიშვილი – Formula • ფორმულაგამარჯვებულების სახელით, ჯილდო ადგილზე ,,ფორმულას” ჟურნალისტმა, ლიზა ციციშვილმა აიღო.
საუკეთესო უფლებადაცვითი სტატია:
-ნინო ნარიმანიშვილი და ნინო მემანიშვილი – JAMnews
თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულებს ჯილდო, ფულადი პრემია და IWPR-ისგან პროფესიული ციფრული ტექნიკა გადაეცათ.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ,,ლექსო – პრემია უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის“ 2021 წელს, მედიის სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმის საპასუხოდ დააწესა. პრემია ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სახელს ატარებს.