Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

“კულტურა მოძრაობაში” სტიპენდია

გოეთეს ინსტიტუტის რეგიონალური მობილობის ფონდი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში აცხადებს სამოგზაურო სტიპენდიების კონკურსს კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და სახელოვნებო ორგანიზაციებისათვის


 
პროგრამა „კულტურა მოძრაობაში: გოეთეს ინსტიტუტის რეგიონალური მობილობის ფონდი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“ ხელს უწყობს პროფესიულ გაცვლასა და  თანამედროვე კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შეხვედრებს, რაც რეგიონის ქვეყნებსა და გერმანიაში კულტურის ასპარეზის სამომავლო განვითარებას ემსახურება. პროგრამის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი სტრუქტურების შექმნა და განმტკიცება.

მიზნობრივი ჯგუფი: კულტურის სფეროს  წარმომადგენლები (18 წლის ზემოთ) და სახელოვნებო ორგანიზაციები.

ფონდის პროგრამა:

•       პროგრამა 1 ინდივიდუალური სამოგზაურო პროგრამაა და გათვლილია კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე (მხატვრები, კურატორები, სამხატვრო ხელმძღვანელები, პროდიუსერები,  პროექტების ხელმძღვანელები და ა.შ.), რომლებიც გერმანიაში ან აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების კულტურულ ღონისძიებებში აპირებენ მონაწილეობას. 
•       პროგრამა 2 გათვლილია გერმანიის ან  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების სახელოვნებო ორგანიზაციებებზე, რომლებსაც ამ რეგიონის ქყვეყნებიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლების მოწვევა სურთ.

განაცხადის შეტანის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნონ განაცხადი:  sinaida.shershun@goethe.de 

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა: 2020 წლის 31 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე

0Shares
0