დაიწყო აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) Cochran Fellowship Program (CFP) კონკურსი მოკლევადიანი (2-3 კვირიანი) სასწავლო კურსისთვის აშშ-ში, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სფეროს უფროს და საშუალო დონის სპეციალისტებს, მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სოფლის მეურნეობის განვითარებით, ვაჭრობით, აგრობიზნესის მენეჯმენტით და მარკეტინგით კერძო სექტორში.
პროგრამის მიზნებია დაეხმაროს საქართველოს სოფლის მეურნეობის ისეთი სისტემების განვითარებაში, რომელიც დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა მოსახლეობის კვების საჭიროებებს.
2025 წლის პრიორიტეტული თემა იქნება „საკვების უვნებლობის სტანდარტები და რეგულაციები“.
Cochran Fellowship პროგრამა, ტენესის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ჩაატარებს ორკვირიან სასწავლო კურსს, რომელიც ფოკუსირებული იქნება აშშ-ის საკვებისა და რეგულაციების უსაფრთხოებაზე. ეს ტრენინგი მონაწილეებს გაუღრმავებს ცოდნას აშშ-ის რეგულაციური სისტემის შესახებ და საერთაშორისო აღიარებულ მეცნიერულად დამტკიცებულ საკვების უვნებლობის ზომებზე, რომლებიც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას. გარდა ამისა, მონაწილეები შეხვდებიან აშშ-ის მწარმოებლებს, კოოპერატივებს, ასოციაციებს, მარეგულირებელ სააგენტოებსა და კომპანიებს, რათა დააკვირდნენ, როგორ მუშაობს კერძო სექტორი და მთავრობა პარტნიორობით.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 5 ნოემბერი.
განაცხადები უნდა გაიგზავნოს tbilisiusda@state.gov ელფოსტაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.