კონკურსი – ხელოვნება ხელოვნების გარეშე

Peter Moennig Foundation იღებს განაცხადებს თანამედროვე არტისტებისგან 2023 წლის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის სათაურია – “ხელოვნება ხელოვნების გარეშე” (ART WITHOUT ART) და მისაღებია ნებისმიერ თემაზე შესრულებული სხვადასხვა მედიუმის ნამუშევრები: მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ქანდაკება, ინსტალაცია, ფერწერული ტილო, პერფორმანსი, ფოტოგრაფია, ტექსტილი, ვიზუალური ხელოვნება, ნახატი, ციფრული დიზაინი, გამოყენებითი ხელოვნება და სხვა, თუმცა, კონკურსის ონლაინ ფორმატიდან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭება ციფრულ და აუდიო ფორმატში წარდგენილ პროექტებს.

 

Peter Moennig Foundation არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2011 წელს დაარსდა ქართველი და გერმანელი ხელოვანების თანამშრომლობით. ორგანიზაციის მიზანია თანამედროვე დამწყები არტისტების ხელშეწყობა და გაძლიერება.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხელოვანებს მთელი მსოფლიოდან. მონაწილეობის მიღება უფასოა

 

გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზი – $1000

აპლიკანტმა მონაწილეობისთვის აუცილებელია გააგზავნოს:

-პროექტის აღწერა ქართულ და ინგლისურ ენაზე

-ნამუშევრის ვიზუალური ფოტო ან ვიდეო მასალა

-სააპლიკაციო განაცხადი

-CV

 

ნამუშევრები უნდა გააგზავნოთ Peter Moennig Foundation-ის ფეისბუკ ან ინსტაგრამ გვერდზე – (https://www.facebook.com/PeterMoennigFoundation/) (https://www.instagram.com/peter_moennig_foundation/?hl=en)

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა:

1 ოქტომბერი, 2023