კონკურსი ხელოვანებისთვის

შესაძლებლობა ხელოვანთათვის: შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება და ხელოვნების ევროინტეგრაცია
ადამიანის უფლებათა სახლი აცხადებს კონკურსს ხელოვანთათვის. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებას, ხელოვანების კრეატიულ და დამოუკიდებელ საქმიანობას და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ევროპულ პლატფორმებსა თუ პროექტებში ინტეგრაციას.

ხელოვანს განვმარტავთ ფართოდ და მოიაზრება ხელოვნების ნებისმიერი დისციპლინის წარმომადგენელი: ვიზუალური ხელოვნება, მწერლობა, მუსიკა, ცეკვა, თეატრი, კინო, სოციალური და კულტურული პერფორმანსები, ფოტოხელოვნება, და ა.შ..

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

საქართველოს მოქალაქე ინდივიდუალურ პირს ან ერთზე მეტი ადამიანისგან შემდგარ გუნდს, რომელიც/რომლებიც არის/არიან ხელოვნების რომელიმე დისციპლინის მოქმედი სპეციალისტი/სპეციალისტები.
შენიშვნა: დასაშვებია კულტურის მუშაკების/ხელოვნებათმცოდნეების აპლიკაციებიც.

შენიშვნა: გუნდის მიერ წარმოდგენილი აპლიკაციის შემთხვევაში, მთავარი განმცხადებელი უნდა იყოს ერთი ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საგრანტო თანხის მიზნობრივ გამოყენებაზე. გუნდის შემთხვევაში, დასაშვებია სხვა ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობაც, იმ პირობით, რომ მთავარი განმცხადებელი საქართველოს მოქალაქეა.

რა ტიპის აპლიკაციები იქნება მხარდაჭერილი?

კონკურსი ითვალისწინებს ხელოვანთა შემოქმედებითი განვითარებისთვის მიმართული ისეთი აქტივობების ან პროექტების მხარდაჭერას, რომელიც კავშირშია ევროპულ პლატფორმებსა თუ პროექტებთან, ორგანიზაციებთან კავშირების დამყარებასთან, პარტნიორობასთან, ევროპულ ვორკშოპებსა თუ კონკურსებში მონაწილეობასთან, ასევე საქართველოში ევროპულ სახელოვნებო წრეებთან თანამშრომლობით ღონისძიებების ორგანიზებასთან.

საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა: 7000 ლარი.

საგრანტო თანხა შესაძლებელია მოიცავდეს:

ევროპულ სახელოვნებო პლატფორმებზე, ვორკშოპებსა და ფესტივალებზე მონაწილეობას, გაწევრიანებას, მათ შორის საერთაშორისო მოგზაურობისა და უცხოეთში ყოფნის ხარჯებს.
ევროპული სახელოვნებო წარმომადგენლების საქართველოში მოწვევით სახელოვნებო ვორკშოპის, ფესტივალის თუ ხელოვნების ევროინტეგრაციის ხელშემწყობი აქტივობის ორგანიზებას.
საგრანტო თანხა არ შეიძლება მოიცავდეს:

საგანმანათლებლო დაწესებულების, აკადემიური სწავლების ანაზღაურებას;
კონკურსის შეფასების კრიტერიუმები:

პროექტის შემოქმედებითობა/კრეატიულობა
ევროპულ პლატფორმებთან, ორგანიზაციებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა
გრძელვადიანი ხედვა, სამომავლო პერსპექტივა და მდგრადობა
უფლებადაცვითი ღირებულებები. წარდგენილი აპლიკაცია/პროექტი არ უნდა ზღუდავდეს ადამიანის რომელიმე უფლებას, არ უნდა იყოს დისკრიმინაციული.
პერიოდი და ვადები:

განიხილება აქტივობები, რომლებიც განხორციელდება 2024 წლის 1 მარტიდან – 2025 წლის 31 მარტამდე პერიოდში.

აპლიკაციები მიიღება მიმდინარე პროცესში, საპროექტო თანხის ამოწურვამდე, თუმცა არაუგვიანეს 2024 წლის 15 ოქტომბრისა.

მხარდაჭერის დამტკიცების პერიოდის მიუხედავად, დასაშვებია იმ აქტივობების დაფინანსებაც, რომლებიც ხორციელდება 2024 წლის 1-ლი მარტიდან.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.