კონკურსი ქანდაკების, არქიტექტურის, ფერწერისა და გრაფიკისობისთვის

თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია, კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივის ‘სიყვარული – განღმრთობის გზა’ ფარგლებში, აცხადებს ღია კონკურსს ‘ღანი’. კონკურსი განკუთვნილია სტუდენტებისა და ახალგაზრდა ხელოვანებისთვის და მიზნად ისახავს ქართულ ასომთავრული ანბანის ასონიშან ‘ღანი’-ს გრაფიკულ გამოსახულებაზე დაფუძნებით ახალი მხატვრული ნამუშევრების შექმნას.

 

საკონკურსო თემად შერჩეულია ასონიშანი ‘ღანი’, რომლის მოხაზულობა თაღს, კარიბჭეს ან პორტალს მოგვაგონებს — სივრცეს, რომელიც აერთიანებს ზეციურსა და მიწიერს, სულიერსა და მატერიალურს. კონკურსში მონაწილე ხელოვანებს, ღანის გრაფიკული გამოსახულების გარდა, შეუძლიათ თავიანთ ნამუშევრებში გამოიყენონ თემასთან დაკავშირებული სხვა ალეგორიული და მხატვრული სახეებიც. ასევე, გააერთიანონ ტრადიციული ტექნიკები და თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომები.

ასონიშანი ‘ღანი’ წარმოდგენილია როგორც მედიუმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ისეთი ღირებულებითი თემების მხატვრული გამოხატვა, როგორიცაა: სიყვარული, სულიერი აღმასვლა, შინაგანი გარდაქმნა, განღმრთობის იდეა, მარადიულობა.

კონკურსის ძირითადი მიმართულებები

აირჩიე შენთვის საინტერესო მიმართულება და გაეცანი დეტალურ ინფორმაციას საკონკურსო პირობების შესახებ:

• ქანდაკება
• არქიტექტურა
• ფერწერა, გრაფიკა

მონაწილეობის პირობები

• მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე – სტუდენტი ან ახალგაზრდა ხელოვანი
• მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან ჯგუფურად
• თითოეულ მონაწილეს ან ჯგუფს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი ერთ მიმართულებაში
• დასაშვებია როგორც ფიზიკური, ისე ციფრული ფორმატები

მნიშვნელოვანი თარიღები

📌 წინასწარი რეგისტრაცია: 10 აპრილი – 31 მაისი
📌 განაცხადების წარდგენა: 1 ივნისი – 1 აგვისტო
📌 I ეტაპის შეფასება: 1–10 აგვისტო
📌 მენტორების კონსულტაციები: 15 აგვისტო – 10 ოქტომბერი
📌 გამოფენა, II ეტაპის შეფასება და დაჯილდოება: 15–25 ოქტომბერი

 

კონკურსის სტრუქტურა

 

✅ I ეტაპი – ნამუშევრების მიღება და ჟიურის წინასწარი შერჩევა
✅ მენტორების ჩართულობა – ინდივიდუალური კონსულტაციები შერჩეულ მონაწილეებთან
✅ II ეტაპი – გამოფენა და ჟიურის ფინალური შეფასება
✅ დაჯილდოება – სამივე კატეგორიაში I, II და III ადგილის გამარჯვებულების გამოცხადება
✅კონკურსის ფარგლებში გაიმართება თემატური ლექციები და შეხვედრები, რომელთაც მონაწილეები სურვილისამებრ დაესწრებიან

საპრიზო ფონდი – 34,500 ლარი

🥇 თითოეული მიმართულების გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:
I ადგილი – 5,000 ლარი
II ადგილი – 2,000 ლარი
III ადგილი – 1,000 ლარი

 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.