მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების ფიზიკის მასწავლებლებისათვის აცხადებს შესარჩევ კონკურსს, შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN – European Organization for Nuclear Research) ერთკვირიან სტაჟირებაზე.
კონკურსის შედეგად შეირჩევა ფიზიკის მასწავლებლები საჯარო და კერძო სკოლებიდან.
საჯარო სკოლის მასწავლებლების სტაჟირება სრულად დაფინანსდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
კერძო სკოლის მასწავლებლების სტაჟირება უნდა დაფინანსდეს მათივე სკოლის მიერ.
სტაჟირება განხორციელდება 2023 წლის 26 მარტიდან – 1 აპრილის ჩათვლით.
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილე მასწავლებელი:
1. უნდა იყოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო ან კერძო დაწესებულების მოქმედი ფიზიკის მასწავლებელი.
2. უნდა ფლობდეს უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსს.
3. არ უნდა იყოს ნამყოფი შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN – European Organization for Nuclear Research) სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში.
კონკურსზე წარმოსადგენი მასალა:
კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, პედაგოგმა ქვემოთ მითითებულ ვადაში გამოაგზავნოს პრეზენტაცია Power Point-ის სახით (8-10 სლაიდი), სადაც წარმოდგენილი იქნება მოსწავლეებთან განხორციელებული აქტივობის (საგნობრივი ან ინტეგრირებული პროექტი, კონკურსში ან კონფერენციაში მონაწილეობა ან მისი ორგანიზება და სხვ.) ამსახველი მასალა;
გთხოვთ, გასაუბრებისთვის ასევე აირჩიოთ და წინასწარ გაეცნოთ სარეკომენდაციო საკითხებიდან ერთ-ერთს:
1. სამყაროს წარმოშობისა და განვითარების თანამედროვე მეცნიერული თეორიები;
2. ელემენტარული ნაწილაკების კლასიფიკაცია და მათი ურთიერთქმედებების აღწერა;
3. ახალი აღმოჩენები ფიზიკაში და მათი მნიშვნელობა;
4. თავისუფალი თემა ფიზიკის ან ფიზიკის სწავლების თემატიკაზე;
️ საჭირო დოკუმენტაცია:
1. CV ქართულ ენაზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. დიპლომის ასლი;
️ კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
1. დოკუმენტაციის განხილვა.
2. პრეზენტაცია (თხრობის ხანგრძლივობა 10-12 წუთი), გასაუბრება -მისი განხილვა და შეფასება.
პრეზენტაცია და მოთხოვნილი დოკუმენტაცია წარმოადგინეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: internshiptpdc1@gmail.com
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 7 თებერვალი 2023 წელი.