კონკურსი უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“

საგარეო საქმეთა სამინისტრო პროექტის – „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

 

პროექტის მიზანია როგორც ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, ასევე საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

 

უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, 2022 წლის 1 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, პროგრამის მიზნების შესაბამისად, პროექტების წარდგენა შეეძლებათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: folk@mfa.gov.ge (საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით, ხდება მხოლოდ ელექტრონულად);

დამატებითი ინფორმაცია და სააპალიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.