ტურისტული გიდების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „ტურისტული გიდებისთვის კულტურის სფეროში სპეციალური ტრენინგ მოდულის შემუშავება.“
კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია პროფესიული სტანდარტის ჩარჩო სასწავლო დოკუმენტის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს კულტურის სფეროში დასაქმებული გიდების კვალიფიკაციის შემდგომ ამაღლებას; კულტურული ტურიზმის მიმართულებით დასაქმებული გიდებისათვის ახალი სტანდარტების დამკვიდრება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და საქართველოში რეგისტრირებულ სხვა იურიდიულ პირებს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 24 სექტემბრიდან 2021 წლის 4 ოქტომბრის 12:00 საათამდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით;
კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე: 555483639; 577470691.
შენიშვნა: მიმდინარე წლის 3 ივნისის შემდეგ სამინისტროში შემოტანილი საკონკურსო დოკუმენტაცია განიხილება შესაბამისი კონკურსის ფარგლებში და არ საჭიროებს განაცხადის განმეორებით წარმოდგენას.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
ბრძანება და კონკურსის წესი – https://cutt.ly/Wn0DHjl
ფორმულარები – https://cutt.ly/rn0DR2o
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/WExVNne