კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის – შექმენი “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაცია. პროექტის ორგანიზატორები არიან კინოთეატრების ქსელი „კავეა“ და საქართველოს უნივერსიტეტში არსებული „ქართულ-ამერიკული კინოაკადემია“. პროექტის მიზანია მოახდინოს პოემის კიდევ უფრო პოპულარიზაცია მოზარდებში და წაახალისოს ახალგაზრდა თაობის შემოქმედებითი უნარები.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ 8 დან 18 წლამდე საქართველოში მცხოვრებმა მოზარდებმა ვისაც წაკითხული აქვს „ვეფხისტყაოსნის” პოეტური ან ადაპტირებული ვერსია და სურს მისი რომელიმე ეპიზოდის ილუსტრირება.
კონკურსის ფორმა და ფორმატი
2022 წლის 1 იანვრამდე კონკურსანტმა ილუსტრაცია უნდა დახატოს A3-ის ფორმატის ვერტიკალურ ფურცელზე ან ტილოზე. გადაუღოს ფერადი მაღალი ხარისხის ფოტოსურათი, მოჭრას სუფთად (crop) ისე რომ ფოტოზე სრულად ჩანდეს ნახატი და არ ჩანდეს მის გარშემო სხვა ობიექტები, კედლები და ა.შ. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად ატვირთოს შემდეგ ბმულზე.
აღნიშნულ ბმულზე უნდა ჩაწეროს ნამუშევრის დასახელება და მოკლე აღწერილობა მაქს 100 სიტყვა. ფოტო უნდა იყოს jpg ფორმატში 150 რეზოლუციით.
რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე: https://ug.edu.ge/ge/gafa-registration-form
აღნიშნული ნახატების ციფრული ვერსია გამოფენის გახსნის დღიდან, 7 იანვრიდან, 1 კვირის განმავლობაში იტრიალებს კინოთეატრ ამირანის ფოიეში განთავსებულ მონიტორებზე. ასევე გავრცელდება კავეასა და კინოაკადემიის სოციალურ ქსელებში.
კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული 20 ნამუშევარი კი გამოიფინება კინოთეატრ ამირანის ფოიეში და მონაწილეები მიწვეულ იქნებიან სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ვეფხისტყაოსანი” კინოჩვენებაზე კინოთეატრ ამირანში სადაც საშუალება ექნებათ შეხვდნენ ფილმის შემქმნელებს და იმ პერსონაჟების როლების შემსრულებელ მსახიობებს რომლებიც სავარუდოდ მათ ასახეს თავიანთ ილუსტრაციებში.