სტიპენდიები ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

„თანასწორობის მოძრაობა” აცხადებს კონკურსს სასწავლო სტიპენდიების გასაცემად, 2022 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

 

კონკურსი მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ლგბტქ+ თემის უფლებრივი მდგომარეობით, სოგი-ს საკითხებით ან/და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობითა და უფლებებით.
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
 
კონკურსის მთავარი კრიტერიუმები:

დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტის სტატუსი;
საბაკალავრო ნაშრომი, რომელიც შეეხება შემდეგ საკითხებს: ლგბტქ+ თემის ადამიანის უფლებები, ლგბტქ+ თემის სოციალური და ეკონომიკური უფლებები, ქვიარ თეორია, სოგი-ს საკითხები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები.
 
პროექტის ფარგლებში გაიცემა 3 სტიპენდია. სტიპენდიის მოცულობაა 1125 ლარი.
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ აპლიკაცია შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@equality.ge არაუგვიანეს 21 თებერვლისა. გთხოვთ, მეილის Subject ველში მიუთითოთ: სასწავლო სტიპენდია.
 
აპლიკაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი საბუთებისგან:

რეზიუმე;
საბაკალავრო ნაშრომის აბსტრაქტი;
ხელმძღვანელის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია;
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ან/და აკადემიური შვებულების შესახებ;
ნიშნების ფურცელი.
 
არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
შევსების ბოლო ვადა: 21 თებერვალი.
 
დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით: info@equality.ge