CENN, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ ჟურნალისტებსა და ბლოგერებისთვის / ვლოგერებისთვის.
კონკურსის ფარგლებში მიიღება:
– გამოქვეყნებული სტატიები
– გამოქვეყნებული ბლოგები
– გამოქვეყნებული ვიდეო სიუჟეტები
– ფოტო ისტორიები
– გამოქვეყნებული ვლოგები
სავალდებულოა, რომ ნაშრომები შეიქმნას კონკურსის გამოცხადების შემდეგ. კონკურსის თემაა პლასტმასით გარემოს დაბინძურება, ზოგადად პლასტმასთან დაკავშირებული გამოწვევები.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 3 გამარჯვებული:
🥇 I ადგილი – 1,500 ლარის ზუმერის ვაუჩერი
🥈 II ადგილი – 1,200 ლარის ზუმერის ვაუჩერი
🥉 III ადგილი – 900 ლარის ზუმერის ვაუჩერი
თავიანთ რჩეულებს, სპეციალურ პრიზებს გადასცემენ კონკურსის პარტნიორები Gulf Georgia და Toyota Caucasus:
Gulf Georgia – ყველაზე კრეატიული ნამუშევრისთვის, რომელიც ემყარება პირად გამოციდლებას / აქტივობას და ხელს უწყობს გარემოს პლასტმასით დაბინძურების შემცირებას – 2 000 ლარი
Toyota Caucasus – კრეატიული ნამუშევრისთვის რომელიც ასახავს სტრატეგიულ და გრძელვადიან ხედვას – 2 000 ლარი
კონტენტი არ არის შეზღუდული და შესაძლოა ეხებოდეს შემდეგ საკითხებს:
-პირადი გამოცდილება – მაგალითად როგორ შევამციროთ პლასტმასის მოხმარება
– პლასტმასით გარემოს დაბინძურება და რატომ წარმოადგენს ეს პრობლემას
– ცირკულარული ეკონომიკა და პლასტმასის ნარჩენების მდგრადი მართვა (პრევენცია, ხელმეორედ გამოყენება, გადამუშავება)
– ბიზნესის როლი პლასტმასის შემცირებაში და/ან გადამამუშავებელი კომპანიების როლი პლასტმასის შემცირებასა და ეკონომოკის განვითარებაში
– მიკროპლასტმასასთან დაკავშირებული პრობლემები და საფრთხეები ადამიანის ჯანმრთელობისთვის
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებას:
• პლასტმასის უარყოფით თვისებებზე და პლასტმასით დაბინძურების პრობლემებზე
• პლასტმასის გადაჭარბებული მოხმარების შემცირების გზებზე
• პლასტმასით გარემოს დაბინძურების შემცირების გზებზე
ნამუშევრების წარდეგნის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 აგვისტო 24:00 საათი.
ნამუშევრები უნდა გააზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: nana.takvarelia@cenn.org