კონკურსი მოსწავლეებისთვის

ათასწლეულის ფონდი აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2023 წლისთვის. კონკურსის პირველ ადგილზე გასული გუნდი 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის ბანაკში. მეორე ადგილზე გასულ გუნდს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, აშშ-ში სტენფორდის უნივერსიტეტის iD Tech ბანაკში გააგზავნის, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი, ლიბერთი ბანკის დაფინანსებით, შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს მოინახულებს.

 

წელს, პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2006 წლის 2 აპრილიდან – 2010 წლის 1 აპრილის პერიოდში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად. გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური – ხუთი. კონკურსში მონაწილე გუნდებმა უნდა წარმოადიგონ მათ მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში, ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება.

 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსში დღეისათვის 2,500-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

 

2023 წლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ი განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 6 მარტი.

 

კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://millennium.org.ge/geo/events/detailed/15. შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ.: (0)322 281 185.