კონკურსი მოსწავლეებისათვის – ,,აღმოაჩინე საგზაო უსაფრთხოების დარღვევები და ჩაერთე შენი თემის საგზაო უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებაში”
,,მედია ცენტრი კახეთი”MCK, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში აცხადების კონკურსს კახეთის პარტნიორი საჯარო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის. პარტნიორი სკოლების სია იხილეთ აქ: shorturl.at/moqt7
კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოავლინონ თემში არსებული საგზაო უსაფრთოხების კუთხით არსებული პრობლემები და მოამზადონ საგზაო უსაფრთხოების პრობლემასთან დაკავშირებული მასალები: ფოტო, ვიდეო, ან სლოგანის სახით.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებისთვის დაგეგმილია ონლაინ შეხვედრა ექსპერტთან საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2023 წლის 5 თებერვლის ჩათვლით.
საკონკურსო ნამუშევრები გამოაგზავნეთ მეილზე likakaraulashvili@gmail.com წერილში უნდა მიეთოთოს: ავტორის სახელი, გვარი, კლასი, საკონტაქტო ინფორმაცია და საჯარო სკოლის დასახელება.
სკოლებს შეუძლიათ დამატებითი აქტივობებით ჩაერთან კამპანია-კონკურსში და განახორციელონ როგორც პროექტი.
აქტივობების ჩამონათალი იხილეთ აქ: shorturl.at/cfpXY
საკონკურსო ნამუშევრები აიტვირთება ,,მედია ცენტრი კახეთის’’MCK-ის ფბ გვერდზე, კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემათ ონლაინ სერთიფიკატები. ხოლო საუკეთესო სურათის, ვიდეოს და სლოგანის ავტორები დაჯილდოვდებიან.