კონკურსი მთარგმნელებისთვის

მწერალთა სახლი“ აცხადებს კონკურსს მთარგმნელებისთვის. კონკურსის მიზანია მწერალთა სახლში ჩამოყალიბდეს „მთარგმნელობითი ლაბორატორია“, რომელიც გამოავლენს ახალი თაობის მთარგმნელებს და ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ მთარგმნელებს.

 

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება მთარგმნელთა შემოქმედებითი ჯგუფი, რომლის წევრებიც დაკავდებიან ქართული ლიტერატურის თარგმნით უცხოურ ენებზე.
„მთარგმნელობითი ლაბორატორიის“ შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნება ქართული ლიტერატურის თარგმანები, სინოფსისები და პწკარედები.

 

პროექტი ემსახურება ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე თარგმნას, პოპულარიზაციას, ქართველი ავტორების ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე და ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობას უცხოელი მკითხველებისთვის.

 

 

-კონკურსი ჩატარდება წელიწადში ერთხელ.
-საკონკურსო განაცხადები მიიღება 2025 წლის 3 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით.

 

საკონკურსო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას:

• შევსებული სარეგისტრაციო ფორმა;
• შემოქმედებითი CV (არსებობის შემთხვევაში);
• ნათარგმნი მასალა (PDF ფორმატში, Sylfaen შრიფტით) შემდეგი კატეგორიებიდან: პოეზია − ერთი ავტორის 5 ლექსი (არა უმეტეს 3 ავტორისა);
მცირე პროზა (მოთხრობა, ნოველა და სხვა) − სრული ტექსტი;
რომანი − 1 თავი, 1 ეპიზოდი (ფრაგმენტი);
პწკარედის წარდგენის შემთხვევაში მოთხოვნები იგივეა.

 

განაცხადის შესავსები ფორმა იხილეთ მოცემულ ლინკზე: https://writershouse.ge/index.php?m=169&news_id=519

 

დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: info@writershouse.ge