კონკურსი მეწარმე ქალებისთვის

Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, Forbes Woman-თან პარტნიორობით აცხადებს საჯარო კონკურსს საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული, ხელმძღვანელი ქალი მეწარმეებისთვის.

კონკურსი She’s Next, Empowered by Visa-ს გლობალური ინიციატივის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს ქალთა მეწარმეობის გაძლიერებას, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის დამფუძნებელი და მმართველი ქალებისთვის, ცოდნის, რესურსების, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით. კონკურსი განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნეს იდეები, ან უკვე მართავენ საკუთარ ბიზნესს, მაგრამ სირთულეებს აწყდებიან ბრენდის სტრატეგიის დაგეგმვის, ბიზნესპროდუქტის პოპულარიზაციის, ან მარკეტინგული კომუნიკაციების მართვის პროცესში. კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს ქალი, საქართველოს მოქალაქე, ეკავოს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ან სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლის თანამდებობა, ან იყოს მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული პირი.

 

კონკურსი ოთხ ეტაპად ჩატარდება:

განაცხადის შეტანისა და დამუშავების პროცესი: პირველ ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს თითოეული განაცხადის შესაბამისობას კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებთან და პირობებთან, რის შედეგადაც შეირჩევა ათი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული მეწარმე ქალი, რომლებიც უფასო ონლაინ მენტორინგის საკონსულტაციო სესიებში მიიღებენ მონაწილეობას.

 

საკონსულტაციო სესიები: ათი შერჩეული მონაწილე ქალი დაესწრება უფასო ონლაინ საკონსულტაციო სესიებს, რომლებსაც გაუძღვება ბრენდ ექსპერტი. კონკურსანტები, ხელმძღვანელის ჩართულობით, შეიმუშავებენ საკუთარი ბრენდისთვის სტრატეგიას, მიიღებენ რეკომენდაციებს ბიზნესის განვითარებასა და ბრენდის ცნობადობის გაზრდის შესახებ.

 

კონკურსის მესამე ეტაპზე, ათივე კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ბიზნეს იდეა ონლაინ პრეზენტაციის ფორმატში ჟიურის წინაშე. სამ საუკეთესო ფინალისტს შეარჩევს პროფესიონალი ჟიური. Forbes Woman Georgia სამი შერჩეული ფინალისტის მონაწილეობით, მოამზადებს მაღალი ხარისხის პროფილურ ვიდეოებს, რომლებიც განთავსდება Forbes Woman Georgia-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე.

 

დასკვნით ეტაპზე, კონკურსის გამარჯვებული, სამი ფინალისტიდან, გახდება ის ერთი მეწარმე ქალი, რომლის ვიდეოც დააგროვებს ყველაზე მეტ პოზიტიურ გამოხმაურებას (მოწონებას) Forbes Woman-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე. გამარჯვებული მიიღებს დამატებით პრიზს და მისი ისტორია, ინტერვიუს ფორმატში, გამოქვეყნდება Forbes Woman-ის ბეჭდური ჟურნალის მომდევნო გამოცემაში.

 

განცხადებების შერჩევის კრიტერიუმები:

– სრულწლოვანი და საქართველოს მოქალაქე;

– ქალი, რომელსაც უკავია აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ან არის მცირე ან საშუალო ბიზნესში დასაქმებული, ან სტარტაპ კომპანიის დამფუძნებელი პირი.

 

პრიზები და სპეციალური შეთავაზებები ბანკებისგან, კონკურსის 10 მონაწილისთვის და გამარჯვებულისთვის:

 

-საქართველოს ბანკი 10 საუკეთესო კონკურსანტს გადასცემს ადაპტერის 6 თვიან პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს, საკუთარი მარაგების გაციფრულებას თანამედროვე მარაგების მართვის სისტემის Optimo-ს მეშვეობით და პროდუქციის ონლაინ რეალიზაციას საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზრის extra.ge-ს მეშვეობით.

 

საქართველოს ბანკი 10 საუკეთესო კონკურსანტს გადასცემს ბიზნეს საბანკო მომსახურების 12-თვიან უფასო პაკეტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი საბანკო მომსახურების მიღება საკომისიოს გარეშე, ხოლო კონკურსის ერთ გამარჯვებულს დამატებით ექნება შესაძლებლობა დაესწროს სამი კოენის ერთ ქოუჩინგის სესიას.

 

-თიბისი ბანკი დააჯილდოვებს 10 საუკეთესო მონაწილეს TBC ბიზნეს კლუბის ერთწლიანი პრემიუმ პაკეტითა და Visa ბიზნეს ბარათით, რაც მათ საშუალებას მისცემს უფასოდ ისარგებლონ სხვადასხვა საბანკო პროდუქტებით, ასევე დაესწრონ ბანკის მიერ შეთავაზებულ ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა გაეცნონ კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს და 2021 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ონლაინ – ბმულზე, სადაც სპეციალურ გრაფაში წარმოადგენენ სამოტივაციო წერილს ქართულ ენაზე.

 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე