კონკურსი ,,მედია თანასწორობისთვის 2021”

ორგანიზაცია – “ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო” (WECF GEORGIA) ევროკავშირის მხარდაჭერით (European Union in Georgia) აცხადებს კონკურსს #მედიათანასწორობისთვის 2021 სხვადასხვა კატეგორიებში პრიზის მოსაპოვებლად.

თუ ხარ ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, ბლოგერი, ვლოგერი, კონტენტის შემქმნელი და გრაფიტ-არტისტი, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა.

 

,,მედია თანასწორობისთვის 2021” ჯილდოს მოპოვებისთვის გამოყოფილია 4 სხვადასხვა კატეგორია. თითოეულ კატეგორიაში გაიმარჯვებს ის ნამუშევარი, რომელიც გამოირჩევა გენდერულად მგრძნობიარე თხრობის სტილით, მიზნად ისახავს და ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ გაძლიერებას. ამასთანავე, წარმოაჩენს ქალთა როლს ლიდერულ და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.

ეს ოთხი კატეგორიაა:

1. საუკეთესო ეროვნული/ნაციონალური მულტიმედიური პროდუქტი (სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო რეპორტაჟი, ონლაინ პროდუქცია).
2. საუკეთესო რეგიონალური მულტიმედიური პროდუქტი.
3. საუკეთესო კონტენტი სოციალურ მედიაში ან/და ვებ-გვერდზე.
4. საუკეთესო ვიზუალური სიუჟეტი (კედლის მხატვრობა, ფოტოთი გადმოცემული ამბავი).

 

Მსგავსი კონკურსი უპრეცედენტოა საქართველოში, რადგან პირველად ხდება როცა სოციალური მედიის კონტენტ შემქმნელებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

 

გამარჯვებულები თითოეულ კატეგორიაში ჯილდოს სახით მიიღებენ 1500 ევროს ექვივალენტს ლარში და საჯარო დაფასებას, ქალების გაძლიერებასა და მედიის გაუმჯობესებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

 

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 10 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობებზე და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.