კონკურსი “მედია თანასწორობის” ჯილდოს მოსაპოვებლად

ევროკავშირის მხარდაჭერით “ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველომ” (WECF GEORGIA) წამოიწყო ახალი კონკურსი სახელად “მედია თანასწორობისთვის” იმისათვის, რომ წაახალისოს გენდერული თანასწორობის თემა ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, ბლოგერებსა და სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებს შორის.

 

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას საქართველოში, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში დამოუკიდებელი მედიის, მულტიმედიისა და სოციალური მედიის პლატფორმების მნიშნვნელობის ხაზგასმით.
 

ოთხი გამორჩეული კანდიდატი მიიღებს ჯილდოს შემდეგ კატეგორიებში:
 

● საუკეთესო ეროვნული/ნაციონალური მულტიმედიური პროდუქტი (სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო რეპორტაჟი, ონლაინ პროდუქცია)

● საუკეთესო რეგიონალური მულტიმედია პროდუქტი

● საუკეთესო კონტენტი სოციალურ მედიაში ან/და ვებ-გვერდზე

● საუკეთესო ვიზუალური სიუჟეტი (კედლის მხატვრობა, ფოტოთი გადმოცემული ამბავი)
 

თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულ პირს გადაეცემა პრიზი 1500 ევროს ოდენობით (ექვივალენტი ლარში).
 

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა არის 2021 წლის 11 ნოემბერი.
 

დამატები ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3mQAZYK
 
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის, სააპლიკაციო ფორმისა და პირობების შესახებ იხილეთ ,,ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს” ვებ გვერდზე: https://bit.ly/3mDRZYK
 
კონკურსის მომაწილეებმა სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა და დამატებითი დოკუმენტები უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: media4equality@wecf.org