გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს კონკურსს „მწვანე ჯილდო“.
📌 ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის (I-VI კლასები)
📌 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებისთვის/მეთოდისტებისთვის
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მასწავლებლებსა და აღმზრდელებს/მეთოდისტებს, რომლებიც ასწავლიან გარემოსდაცვით ან/და აგრარულ საკითხებს და ახორციელებენ აქტივობებს დამხმარე სახელმძღვანელოებიდან „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”.
კონკურსის მიზანია, მასწავლებლებს უმაღლოს გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლების მოტივაცია და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალება მისცეს.
👉 მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.
კონკურსში „მწვანე ჯილდოს განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 მარტი.
სპეციალური კომისია საუკეთესო ათეულს შეარჩევს; გამარჯევბული მასწავლებელი და აღმზრდელი/მეთოდისტი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს გამოვლინდებიან.