
კულინარიის აკადემია აცხადებს რუსო გოგოლაძის სახელობის სტიპენდიაზე კონკურსს. კონკურსის მიზანია გამოავლინოს კულინარიის აკადემიის მონაწილე სტუდენტების მიერ მომზადებული ყველაზე გემრიელი და მომზადების ტექნოლოგიის მხრივ გამართული წასახემსებელი, ძირითადი კერძი და დესერტი.
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ Slow Food-ის ყველაზე მასშტაბურ კულინარიულ ღონისძიებაში – Terra Madre Salone del Gusto 2022, რომელიც 22-26 სექტემბერს ტურინში გაიმართება. გამარჯვებულებს სტიპენდიით დაუფინანსდებათ გამგზავრებისა და განთავსების ხარჯები.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კულინარიის აკადემიის მზარეულის პროგრამის სტუდენტებს. კონკურსი გუნდური ხასიათისაა და თითოეულ გუნდში უნდა იყოს 2 მონაწილე.
კონკურსის ეტაპებია:
– კულინარიის აკადემიისათვის იმეილის (culinaryacademy@agruni.edu.ge) მეშვეობით მონაწილეობის სურვილის შეტყობინება 2022 წლის, 15 მაისის ჩათვლით
– გასაუბრება, სადაც მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ წამახემსებლის, ძირითადი კერძისა და დესერტის კონცეფცია
– გასაუბრების შედეგად შერჩეული გუნდები კულინარიის აკადემიაში მოამზადებენ თავიანთ შემუშავებულ მენიუს და წარუდგენენ ჟიურის წევრებს
კონკურსში მონაწილე გუნდების შერჩევისას ყურადღება მიექცევა სტუდენტების აკადემიურ მოსწრებას, მათ მიერ წარმოდგენილი კონცეფციის შინაარს და ლექტორების რეკომენდაციებს.
სტიპენდიის დამფინანსებლები არიან: საქართველოს კულინარიის აკადემია, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პრორექტორი, ნათია სამუშია, კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულთა ფონდი.
შეკითხვების არსებობისა და დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კულინარიის აკადემიას.
რუსო გოგოლაძე იყო კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებული და შემდეგ ლექტორი. 5 მაისს ერთი წელი გახდება მისი გარდაცვალებიდან. ფასდაუდებელია რუსოს წვლილი კულინარიის აკადემიის განვითარებაში