კონკურსი იაპონური ენის სასწავლო პროგრამაზე

იაპონის საელჩო საქართველოში აცხადებს კონკურსს იაპონური ენის პროგრამაზე უცხოეული სტუდენტებისთვის (წარჩინებული სტუდენტები) 2025“-

სასწავლო პროგრამა ხორციელდება იაპონიის ფონდის მიერ და მიზნად ისახავს საზღვარგარეთ, იაპონური ენის სასწავლო დაწესებულებებში, წარმატებით მომზადებული სტუდენტების მიწვევას იაპონიაში, სადაც ლექციების მეშვეობით, ორი კვირის განმავლობაში (2025 წლის 3-17 სექტემბერი), უკეთ გაეცნობიან იაპონურ ენას, კულტურასა და საზოგადოებას. ამასთან, პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების იაპონური ენის შესწავლისადმი მოტივაციის გაზრდას.

დოკუმენტების წარდგენა/განაცხადის გაკეთების ვადა
დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 7 მაისი, ოთხშაბათი 17:00 საათი


განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს შემდეგ ელექტორნულ ფოსტაზე: 
culture@tb.mofa.go.jp

დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე.