კონკურსი ბლოგერებისთვის

მოწევის შეწყვეტის პროგრამა Cognita აცხადებს კონკურსს ბლოგერებისთვის.

კონკურსის წესები და პირობებია:

-თქვენ წერთ ბლოგს (500-1000 სიტყვა), რომელიც გამოქვეყნდება ონლაინ გამოცემა Queer • ქვიარი-ში შემდეგ თემებზე:
– სპორტულ დარბაზში ვარჯიშის, ცურვის ან/და იოგას პრაქტიკების გავლენა ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთლობაზე;
– როგორ გვეხმარება მოგზაურობა, ლაშქრობა პიროვნულ ზრდასა თუ ინტერპერსონალური ურთიერთობების შენებაში;
– სამაგიდო და ვიდეო თამაშები, როგორც გართობისა და განტვირთვის შესაძლებლობა;
-თქვენი მიგნებები, რაც გეხმარებათ დასვენებასა და აღდგენაში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გამოაგზავნეთ თქვენი ნამუშევრები ჩვენ ელ. მისამართზე centercognita@gmail.com მიმდინარე წლის 2023 წლის 10 მაისის ჩათვალით.

ოთხივე კატეგორიაში გამოვლინდება თითო გამარჯვებული, რომელსაც Cognita დააჯილდოვებს მოწევის შეწყვეტის 5 ნაბიჯის პროგრამაში მონაწილეობის ვაუჩერით.

✅5 ნაბიჯის პროგრამა მოიცავს 2 ინდივიდუალურ კონსულტაციას, 5 შეხვედრას ონლაინ ჯგუფური ფსიქოთერაპიის ფორმატში და 6 თვის განმავლობაში მხარდაჭერას არამწეველობის შესანარჩულებლად.