კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის აცხადებს მედიაწიგნიერების კონკურსს – „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ . კონკურსის მიზანი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა. კონკურსში მონაწილეობის მიღება, 2021 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით, ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს შეუძლია.
კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ამბის აღმოჩენის გზა, მისი გადამოწმების წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.
კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომლებსაც კომუნიკაციების კომისიისგან ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ.
I ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 13 Pro-ს მიიღებს
II დგილის მფლობელს – HP Pavilion
III ადგილზე გასულ სტუდენტს 3 iPad 10.2 (9 Gen) გადაეცემა
კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.