კონკურსი ახალგაზრდა გამომგონებლებისთვის

ათასწლეულის ფონდი აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2021 წლისთვის. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც დაბადნენ 2003 წლის 2 აპრილიდან – 2008 წლის 1 აპრილის პერიოდში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად; გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური – ხუთი.

შევსებული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 12 მარტი.

კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა იხილეთ აღნიშნულ ბმულზე.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით, გამოავლინოს სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგებში. კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური.

პირველ ადგილზე გასული გუნდი 2021 წლის ზაფხულში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში.

მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEMპროგრამებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში (STEM, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში მიიღონ განათლება. პროექტის მიზანია გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც დაეხმარება მათ სამომავლო პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.

კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის პარტნიორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

Copy link
Powered by Social Snap