კონკურსი ანიმაციური ვიდეორგოლის შესაქმნელად

არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” 2011 წლიდან მუშაობს საქართველოში მცხოვრები ლგბტქი+ ადამიანების უფლებებისა და მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს ჰომოფობიასთან ბრძოლა და სერვისების მიწოდებისა და საადვოკაციო საქმიანობის გზით ლგბტქი+ თემის გაძლიერება.

 

“თანასწორობის მოძრაობამ” 2020 წელს პილოტურად შექმნა პლატფორმა Selftest.ge რის შედეგადაც, აივზე თვითტესტირებისა და აივ პრევენციული პაკეტების მიღების შესაძლებლობა მაღალი რისკის მქონე პოპულაციური ჯგუფებს (მამაკაცებები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან, ტრანსგენდერი ქალები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები და კომერციული სექს-მუშაკები) უკვე დისტანციურად, ცენტრში მისვლის გარეშე შეუძლიათ. ვებ-გვერდის მეშვეობით აივ ინფექციაზე ანონიმური, სწრაფი და უფასო ტესტირება საქართველოს 11 რეგიონშია შესაძლებელი.

 

ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს ანიმაციური ვიდეორგოლის მოსამზადებლად.

სამუშაოს აღწერა: ანიმაციური ვიდეორგოლის მომზადება აივ ინფექცია/შიდსის თვითტესტირების შესახებ.

 

ვიდეორგოლის შინაარსსა და თემატიკას ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს “თანასწორობის მოძრაობა”.

 

მუშაობის პერიოდი: 2023 წლის 15 მაისი – 31 მაისი

ანაზღაურება: 4220 ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და დასაქმებულის მიერ სავალდებულო საპენსიო შენატანის ჩათვლით).

 

მოვალეობები:

-დამკვეთთან თანამშრომლობით 1 ვიდეოს შინაარსის/თემატიკის შერჩევა და სრულყოფა;
-ანიმაციური ვიდეოს მომზადება და მონტაჟი
-ანიმაციური ვიდეორგოლის გახმოვანების უზრუნველყოფა

აუცილებელი მოთხოვნები:

გრაფიკულ დიზაინზე/ანიმაციაზე მუშაობის გამოცდილება;
ლგბტქი+ საკითხებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

წარსადენი დოკუმენტები:

რეზიუმე
პორტფოლიო

კონკურსის ეტაპები:

განაცხადების გადარჩევა
გასაუბრება

 

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 5 მაისი

დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: hr@equality.ge, არაუგვიანეს 5 მაისისა და გთხოვთ, მეილის Subject ველში მიუთითოთ- „ანიმაციური ვიდეორგოლი“.

 

არასრული დოკუმენტაციით წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

 

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე hr@equality.ge