თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების საბჭო (TUBITAK) აცხადებს განაცხადების მიღებას ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში:
-საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის;
-საერთაშორისო სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.
ეს საგრანტო პროგრამები მკვლევრებს უზრუნველყოფს სტიპენდიით, სამოგზაურო ხარჯებით, დაზღვევითა და დღიური ხარჯით.
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24-დან 36 თვეს.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2024 წლის 30 აპრილამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://tybs.tubitak.gov.tr/
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
წყარო: ილიაუნი