მაქს ვებერის ფონდი საქართველოში აცხადებს კონკურსს კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად. სტიპენდია წარმატებულ კანდიდატებს 1-დან 2 თვემდე მობილობის შესაძლებლობას მისცემს გერმანიაში. მონაწილეები იმუშავებენ მათთვის სასურველ კვლევით ცენტრებში, ბიბლიოთეკებში ან საარქივო ფონდებში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე დოქტორის ხარისხის მქონე აქტიურ მკვლევრებს, რომლებიც სწავლობენ/თანამშრომლობენ საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
მობილობის პერიოდი: 1 მარტი – 31 ივლისი, 2024 წელი
სტიპენდიის რაოდენობა:
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის – თვეში 1 400 ევრო;
დოქტორის ხარისხის მქონე მკვლევრებისთვის – 1 700 ევრო.
მგზავრობის ხარჯები – 550 ევრო.
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
ყველა დოკუმენტი უნდა გაიგზავნოს ერთ PDF ფაილად მისამართზე: info@mwsgeorgia.org
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 იანვარი, 2024
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
წყარო: ილიაუნი