ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი ყოველწლიურად აფინანსებს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს და სპონსორობას უწევს როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილ მეცნიერებს. სტიპენდია მოიცავს კვლევით ვიზიტს გერმანიაში 6-დან 24 თვემდე პერიოდით. 2021 წლისთვის სტიპენდიები გაიცემა შემდეგი პროგრამების ფარგლებში:
- ჰუმბოლდტის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის და პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის
- გეორგ ფორსტერის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის და პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის
- ფეოდორ ლინენის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის და პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის
ზემოთჩამოთვლილი პროგრამების განაცხადების განხილვაზე პასუხისმგებელი შესარჩევი კომისია იკრიბება ყოველი წლის თებერვალში, ივნისსა და ოქტომბერში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.