
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს კონკურსს კარიკატურის შესაქმნელად, ქვემოთ მოცემული მოთხოვნების და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით:
– კარიკატურის თემა: კორუფცია, რუსული პროპაგანდა, მედია პლურალიზმი, არჩევნები და სასამართლო;
– კარიკატურის რაოდენობა: ჯამში 12 ცალი;
-კარიკატურა შესაბამისი უნდა იყოს სოციალური ქსელის ფორმატთან;
-დამკვეთთან უნდა შეთანხმდეს ვიზუალი და იდეა.
ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ:
-კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირს;
-კონკურსანტს უნდა ჰქონდეს მოთხოვნის მსგავსი მასალის დამზადების 2 წლიანი გამოცდილება, რის დასატურადაც უნდა გამოგზავნოს მის მიერ შექმნილი ნამუშევრები (პორტფოლიო);
-მნიშვნელოვანია თემის გადმოცემის კრეატიულობა და ეფექტური ვიზუალიზაცია.
განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს 2021 წლის 30 მაისის ჩათვლით მისამართზე jobs@transparency.ge; დასახელებაში მიუთითეთ “კარიკატურა”.
Განაცხადი უნდა შეიცავდეს:
** ამონაწერი (იურიდიული პირის შემთხვევაში) / CV (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
** შექმნილი ნამუშევრების (კარიკატურების) პორტფოლიო;
** ღირებულება ლარში, გადასახადების ჩათვლით (ღირებულება უნდა მოიცავდეს 1 კარიკატურის ფასს და ჯამურ ფასს);
** 12 ცალი კარიკატურის შექმნის ხანგრძლივობა.