საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“. 2021 წელს, „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება მსოფლიოს 30 ქვეყანაში.
პროგრამის ფარგლებში, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ.
შერჩეულ კანდიდატს დაფინანსება გამოეყოფა მაქსიმუმ 10 000 (ათი ათასი) ლარი (სამოქმედო გეგმაში შესული ღონისძიებებისათვის განსაზღვრული თანხის სრული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს).
პროგრამის ფარგლებში, „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება მსოფლიოს 30 ქვეყანაში (1. ავსტრიის რესპუბლიკა; 2. აზერბაიჯანი; 3. ამერიკის შეერთებული შტატები; 4. ბელარუსი 5. ბელგიის სამეფო; 6. ბულგარეთი; 7. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; 8. დანია; 9. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; 10. ესპანეთის სამეფო 11. ესტონეთი; 12. თურქეთის რესპუბლიკა; 13. იაპონია; 14. ირლანდია; 15. ისრაელის სახელმწიფო; 16. იტალიის რესპუბლიკა; 17. ლატვია; 18. ლიეტუვა; 19. ნორვეგია; 20. ნიდერლანდების სამეფო; 21. პოლონეთის რესპუბლიკა; 22. საბერძნეთის რესპუბლიკა; 23. სამხრეთ აფრიკა; 24. საფრანგეთის რესპუბლიკა; 25. უკრაინა; 26. უნგრეთი; 27. შვედეთის სამეფო; 28. შვეიცარია; 29. ჩინეთი; 30. ჩეხეთის რესპუბლიკა);
-კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლის ჩათვლით საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სასურველია ჰქონდეს ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის, პროექტების მართვის და ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
-„ახალგაზრდა ელჩებს“ სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის სააგენტოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლების შემადენლობით;
პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარმოდგენის ვადაა 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით.
განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება ხდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: youngambassador@mfa.gov.ge
საჭირო დოკუმენტები:
– შევსებული საკონკურსო განაცხადი;
– სამოქმედო გეგმა;
– სამოტივაციო წერილი;
– ფოტოსურათი;
– CV ქართულ ენაზე;
– საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
– საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (სასწავლო ვიზა, ცხოვრების ნებართვა და სხვა);
– ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
– ცნობა მუშაობის უფლების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
– რეკომენდაციები, სერტიფიკატები, დიპლომები და სხვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით, საქართველოში (ან ონლაინ ფორმატში, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით) გაიმართება ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც, „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და სამოქმედო გეგმას.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე.