საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული ქმედებებისა და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდისა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.
ინფორმაცია კონკურსის შესახებ:
•პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა ელჩების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის საფუძველზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული 27 ქვეყნიდან: ავსტრიის რესპუბლიკა, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები, ბელგიის სამეფო, ბულგარეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, დანია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ესპანეთის სამეფო, ესტონეთი, თურქეთის რესპუბლიკა იაპონია, ირლანდია, ისრაელის სახელმწიფო, იტალიის რესპუბლიკა, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდების სამეფო, პოლონეთის რესპუბლიკა, საბერძნეთის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, უკრაინა, უნგრეთი, შვედეთის სამეფო, შვეიცარია, ჩინეთი, ჩეხეთი.
•კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სასურველია ჰქონდეს ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის, პროექტების მართვის და ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
•განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება ხდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: youngambassador@mfa.gov.ge, 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.
„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის დანართები:
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.