თასწლეულის ფონდი აცხადებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2022 წლისთვის. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებულნი არიან 2005 წლის 2 აპრილიდან – 2009 წლის 1 აპრილის პერიოდში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად; გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური – ხუთი.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ეროვნული კონკურსის საშუალებით, გამოავლინოს სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი სამი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დარგებში. კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური.
შევსებული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 25 მარტი.
იხილეთ კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა
პირველ ადგილზე გასული გუნდი 2023 წლის ზაფხულში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ STEM პროგრამებში და/ან დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.