ინგლისური ენის უფასო კურსი ჟურნალისტებისთვის

ბრიტანეთის საბჭო საქართველოში აცხადებს bp-ს დაფინანსებულ უფასო ინგლისური ენის კურსებს ზოგად ინგლისურში მათთვის, ვინც მუშაობს ადგილობრივ მედიაში (ბეჭდური, ტელევიზია, რადიო და ონლაინ მედია წყაროები) ან ვინც სწავლობს უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას.

 

განაცხადის შეტანა შეგიძლიათ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.

 

წარმატებული კანდიდატები დაესწრებიან:

1) 60 myClass გაკვეთილი (90 საათი) ჩვენს სასწავლო ცენტრში თბილისში ან ონლაინ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სად და როდის დაესწრებით გაკვეთილებს: ისინი ხელმისაწვდომია კვირაში 7 დღე, დილიდან საღამომდე.

2) 18 საათი დამატებითი სპეციფიური ტრენინგი/სესიები ჟურნალისტებისთვის.

პაკეტის ღირებულება 1000 ლარზე მეტია თითო კანდიდატზე, მაგრამ ეს უფასოა ჩვენი სპონსორის, bp საქართველოში. კურსები დაიწყება 2021 წლის დეკემბერში და დასრულდება 2022 წლის აგვისტოში.

 

მოთხოვნები:

** თქვენი ინგლისური ენის დონე უნდა იყოს საშუალოდან მოწინავემდე, რაც განისაზღვრება ბრიტანეთის საბჭოს გამოცდებისა და გასაუბრების საშუალებით.
** თქვენ უნდა გქონდეთ ძლიერი მოტივაცია კვირაში 4-6 საათი ინგლისური ენის შესასწავლად და გქონდეთ სურვილი სრული მონაწილეობა და ერთგულება სასწავლო პროცესში. მონაწილეები, რომლებიც ჩამორჩებიან დადგენილ მინიმალურ დასწრების დონეს, გამოირიცხებიან გაკვეთილებიდან.

** თქვენ უნდა გქონდეთ კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები. შერჩევის პროცესი შედგება სამი ნაწილისგან.

განაცხადის შეტანის წესი: გთხოვთ, წარმოადგინოთ ქვემოთ მოცემული დოკუმენტები (იპოვეთ ქვემოთ მოცემული სია) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე office@ge.britishcouncil.org. გთხოვთ, თქვენი ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ კურსის დასახელება: „bp financed English Language Training for Georgian Media 2021-2022“.

 

დოკუმენტების სია:

** CV ინგლისურ ენაზე
** სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 100 სიტყვა)
** დამხმარე წერილი თქვენი დამსაქმებლისგან, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ დამსაქმებელი სიამოვნებით გაგითავისუფლებთ მითითებულ დროში და ვადებში – შეიძლება ინგლისურად ან ქართულად.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 18 ნოემბერი 19:00 საათამდე. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

გასაუბრებისთვის მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან. .

დამატებითი ინფორმაცია კურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.