ილუსტრაციების კონკურსი „რუსეთის ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი (GISP) აცხადებს ილუსტრაციების კონკურსს თემაზე „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე”.

 

წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა წარმოაჩენდეს რუსულ ოკუპაციასა და მის გავლენებს საქართველოზე. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი ემთხვევა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს, არ არის აუცილებელი, რომ წარმოდგენილი ნამუშევარი, მხოლოდ 100 წლის წინანდელ მოვლენებს ეძღვნებოდეს. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს 2008 წლის ომს, მიმდინარე მცოცავი ანექსიის პროცესს, 90-იანი წლების მოვლენებს ან თუნდაც საბჭოთა პერიოდს.

ნამუშევრებში ასევე შეგიძლიათ გადმოსცეთ რუსული ოკუპაციის ემოციური ნაწილი. რა გავლენა მოახდინა ოკუპაციამ და მცოცავი ანექსიის პროცესმა ე.წ. საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები ადამიანების ბედსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე? როგორ შეცვალა 2008 წლის მოვლენებმა იმ ადამიანების ყოფა, ვინც იძულებით დატოვა საკუთარი სახლი და ასევე იძულებული გახდა ახალი ცხოვრება დაეწყო დევნილთა დასახლებებში. როგორ იზრდება თაობები საკუთარი სახლებიდან შორს და ა.შ.

ილუსტრაცია უნდა იყოს ორიგინალური, ადვილად აღსაქმელი და ინფორმატიული.

 

მოთხოვნები კონკურსში მონაწილეობისთვის

  • მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ერთი ან მეტი ილუსტრაცია რუსეთის მიერ საქართველოს (ან მისი ნაწილის) ოკუპაციის თემაზე და მის შედეგებზე (პერიოდის გათვალისწინებით);
  • ფაილი უნდა აიტვირთოს JPG ფორმატში და უნდა იყოს მაღალი ხარისხის;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც პროფესიონალს, ასევე მოყვარულს;
  • პლაგიატის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, მოხსნას მონაწილე კონკურსიდან;
  • ნაწარმოები არ უნდა შეიცავდეს ძალადობისა და შეურაცხყოფის ელემენტებს.

 

ამ კონკურსში ნამუშევრის წარდგენით, მონაწილე ადასტურებს, რომ:

კონკურსის ორგანიზატორს უფლებას აძლევს წარმოდგენილი ილუსტრაციები გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ, განათავსოს ისინი ვებგვერდზე, გამოიყენოს გამოფენებში, პუბლიკაციებში ან სხვა მასალაში (ავტორი).

 

ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმები

  • კონკურსის თემასთან შესაბამისობა
  • შინაარსობრივი თვალსაზრისით ინფორმაციული
  • თვითმყოფადი და მარტივად აღსაქმელი
  • მაღალი ხარისხის

 

საპრიზო თანხა

პირველი ადგილი – 1500 ლარი
მეორე ადგილი – 1000 ლარი

 

ნამუშევრების წარდგენის ვადა:  2021 წლის 10 მაისი

საუკეთესო ილუსტრაციები გამოქვეყნდება GISP ვებგვერდზე, Facebook გვერდზე, GISP ბლოგსა და სხვადასხვა მედიასაშუალებებში.


ილუსტრაციის ფორმა: ფერწერა, ესკიზი, გრაფიკული დიზაინი, კომიქსები, პლაკატი

 

აკონტაქტო ინფორმაცია

ილუსტრაციების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ ელ. ფოსტაზე info@gisp.ge

 

გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ (მითითებული უნდა იყოს პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია).

Copy link
Powered by Social Snap