იდეების საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის.

პროექტის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს დამწყები სოციალური საწარმოებისთვის იდეების საგრანტო კონკურსს.

კონკურსში ჩართვა შეუძლია სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფ და ახალ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით რესურსებს, რათა განახორციელონ ინოვაციური იდეები და შექმნან მდგრადი სოციალური საწარმო.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 10%-იანი თანამონაწილეობა.

სრული ინფორმაცია იხილეთ: https://www.dropbox.com/s/syih9d6ynfzlizr/csrdg-grant-se.zip?dl=1

 

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: “დამწყები სოციალური საწარმოს განაცხადი”.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2021 წლის 30 ივლისი, 18:00 სთ.

დაინტერესებული პირებისთვის, Zoom პლატფორმის მეშვეობით 5 და 19 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართება სემინარი და საკონსულტაციო შეხვედრა.

შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად დააჭირეთ აქ.