არაკომერციული ორგანიზაცია „სადაგი“ აცხადებს იდეების კონკურსს სტუდენტებისთვის.კონკურსის მიზანია შეცვალოს დამოკიდებულება ქცევითი მეცნიერების სხვდასხვა კონცეფციების გამოყენებით.მაგალითად როგორიცაა „ბიძგები“ “თამაშობა“ „ჩვევა-მეგობრული დიზაინი“ თუ სხვადასხვა სახალისო აქტივობები, რომლებიც ადამიანებს შეახსენებს და დააფიქრებს ჩვენ ქვეყანაში არსებულ დანაგვიანების პრობლემებზე.
კონკურსის წესები :
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უნივერისტეტების სტუდენტებს, როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად.
• იდეა შესაძლოა განხორციელებადი იყოს, როგორც ფიზიკური ისე ვირტუალური ფორმით.
• იდეის ავტორმა ან ავტორთა ჯგუფმა 2021 წლის 20 დეკემბრიდან – 2022 წლის 20 მარტის პერიოდში, ორგანიზაცია სადაგის E-mail-ზე info@sadagi.ge უნდა გამოაგზავნოს არაუმეტეს სამი წუთის სიგრძის ვიდეო, სადაც აღწერილი იქნება იდეა და მისი განხორცილების გზები.
• კონკურსანტების ვიდეოები გნათავსდება ორგანიზაცია სადაგის Facebook და YouTube გვერდებზე.
• კონკურსის პირველ და მეორე ადგილზე გასულ იდეას გამოავლენს ორგანიზაცია სადაგის მიერ შერჩეული კვალიფიციური ჟიური, ხოლო მესამე ადგილი გამოვლინდება Facebook მოწონებების საშუალებით.
ჟიურის მიერ კონკურსში მონაწილე იდეების შერჩევა მოხდება რამდენიმე კრიტერიუმით:
• იდეის/გადაწყვეტილების შემოქმედებითი ხასიათი.
• გადაწყვეტილება უნდა იყოს რეალისტურად დანერგვადი ზომიერი ბიუჯეტით და ითვალისწინებდეს ადგილობრივ თავისებურებებს.
• მასობრივი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა და ადამიანთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
• განხორციელების ხარჯებისა და მოსალოდნელი შედეგის თანაფარდობა.
• მახვილგონივრულობა, იუმორი, საზოგადოებისათვის დემონსტრაციის სიადვილე.
იდების კონკურსის საპრიზო ფონდი :
• პირველი ადგილი 2000 ლარი
• მეორე ადგილი 1500 ლარი
• მესამე ადგილი 1000 ლარი