თსუ საუნივერსიტეტო ჰიმნის ტექსტის შექმნისთვის კონკურსს აცხადებს

თსუ საუნივერსიტეტო ჰიმნის ტექსტის შექმნისთვის კონკურსს აცხადებს. საკონკურსო განაცხადების მიიღება 2023 წლის 26 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

კონკურსის პირობები:

✅ მნიშვნელოვანია, რომ ჰიმნის ტექსტი იყოს საუნივერსიტეტო თემატიკაზე და არ აღემატებოდეს სამ სტროფს, იყოს სტილისტურად გამართული და ითვალისწინებდეს ქართული ლექსიკის ნორმებს.

✅ არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას დისკრიმინაციისა და ძალადობისკენ, ასევე, სარეკლამო ნიშნებს.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც უფლება აქვს, წარმოადგინოს ერთი ან ერთზე მეტი ტექსტი. სასურველია ტექსტი შეიცავდეს სიტყვებს: ,,თავისუფლება“, ,,დედა უნივერსიტეტი“, ,,ცოდნა“.

 

საუნივერსიტეტო ჰიმნის კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე შეირჩევა ჰიმნისთვის ტექსტი (ლექსი), ხოლო მეორე ეტაპზე მუსიკა.

დოკუმენტები და საკონკურსო მასალა უნდა იყოს წარმოდგენილი მატერიალური სახით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 114, ხოლო ელექტრონულად 📧 ელ. ფოსტაზე: chancellery@tsu.ge

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.