თბილისის მერიის სტიპენდიები სტუდენტებისთვის

თბილისის მერიამ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო.

 

2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის დაფინანსებისთვის, განცხადებების შეტანა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტებს შეუძლიათ.

 

➡️ სტუდენტებს სწავლა უფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა), ასევე, გაიცემა ფინანსური წახალისება სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული მაგისტრანტებისთვის (თბილისის მერიის სტიპენდია).

 

დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია წინა სემესტრის აკადემიურ მოსწრებაზე.

 

რეგისტრაცია 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

☎️ თბილისის მერიის ცხელი ხაზი: 272 22 22
🌐 ვებ. გვერდი: https://tbilisi.gov.ge/